ვებ-გვერდის მომხმარებელთა მონაცემი გროვდება და ინახება ვებსერვერზე 6 თვის ვადით, ე.წ. ლოგების სახითმ, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მონაცემები შეინახება მხოლოდ პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით. მიღებული ინფორმაცია არ გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის, მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ სტატისტიკური ანალიზისთვის, ასევე, შესაძლო ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენისა და ვებ ადმინისტრირების მიზნებისთვის. ვებ-გვერდის მიერ დამუშავებული არცერთი მონაცემი არ გადაეცემა მესამე მხარეს. ვებ-გვერდზე მომხმარებელთა სტუმრობისას, სერვერზე ფიქსირდება ვებ-გვერდზე შესვლის თარიღი და მეთოდი, ინტერნეტ პროტოკოლის მისამართი, რეფერალი და დათვალიერებული რესურსის მისამართი.
ვებ-გვერდის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ Google Analytics-ის სერვისს. აღნიშნული სერვისი იძლევა სტატისტიკურ მონაცემებს მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდზე მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, ვებ-გვერდის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა ვებ-გვერდზე წვდომა, ვებ-გვერდზე სტუმრობის ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია.
ჩვენ ვებ-გვერდზე „მზა ჩანაწერები“(Cookies) გამოიყენება მომხმარებლისათვის საიტზე ნავიგაციის გამარტივების, ინფორმაციის სასურველი ფორმატით შეთავაზების და ძებნის პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით.
„მზა ჩანაწერების“(Cookies) მეშვეობით შესაძლებელია დადგინდეს ვიზიტორის მიერ ვებ-გვერდზე გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომელი ქალაქიდან განხორციელდა წვდომა და რა ენაზე გაეცნო სტუმარი ინფორმაციას, მიიღო თუ არა მონაწილეობა გამოკითხვაში და ვებ-გვერდზე ტექნიკური ხასიათის პრობლემას ხომ არ ჰქონდა ადგილი.
ჩვენს საიტზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს მისი პირადი მეილით ან ტელეფონის ნომრით, რათა მიიღოს განახლებული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ღონისძიებების ან PR აქტივობების შესახებ. ამ მიზნისთვის ვებ-გვერდის მეშვეობით ხორციელდება მომხარებლის სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომერის შეგროვება. აღნიშნული მონაცემები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ინახება სერვერზე განუსაზღვრელი ვადით. მომხმარებელს ნებისმიერ მომენტში შეუძლია შეატყობინოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მისი ამ სიიდან ამოღების მოთხოვნა, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაცია 5 დღის ვადაში წაშლის მოთხოვნილ ინფორმაციას.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას სხვა ვებ-გვერდების შესახებ. ფედერაცია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნულ ვებ-გვერდებზე არსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე. ამდენად, სხვა ვებ-გვერდის სტუმრობისას სასურველია, გაეცნოთ მასზე არსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

TOP